თავში

ხორბალი და სიმინდი გაძვირდა, ბრინჯის ფასი უცვლელია

ხორბალი და სიმინდი გაძვირდა, ბრინჯის ფასი უცვლელია
ხორბალი და სიმინდი გაძვირდა, ბრინჯის ფასი უცვლელია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში მარცვლეული 2.5%-ით გაძვირდა.  წლიურ ჭრილში კი მარცვლეული მსოფლიოში 19,9%-ითაა გაძვირებული. 

ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია არგენტინაში, მარცვლეულის შემცირებულ მოსავალს ასახელებს. 

ხორბლის მსგავსად, ფასი გაზრდილია სიმინდზეც, მიზეზად კი ჩინეთის მიერ სიმინდის დიდი ოდენობით შესყიდვა და შტატებსა და უკრაინაში ამ მარცვლეულის შემცირებული მოსავალი სახელდება.

სიმინდისა და ხორბლის კულტურებისგან განსხვავებით, ბრინჯის ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა. 

შეგახსენებთ, FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაზრდილია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის, რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს. ნოემბრის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ითაა მომატებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system