თავში

ხორბლის ავტოიმპორტი აღარ აიკრძალება

ხორბლის ავტოიმპორტი აღარ აიკრძალება
ხორბლის ავტოიმპორტი აღარ აიკრძალება

ფინანსთა სამინისტრომ საკუთარი გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილების მიზეზი გახდა, გააუქმა. შეგახსენებთ, 2018 წლის ზაფხულის მიწურულს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც ქვეყანაში ხორბლის, მესლინის, ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი საავტომობილო გზით აიკრძალებოდა. გადაწყვეტილებამ 2018 წლის სექტემბერში, ავტომანქანით ხორბლის გადამზიდავთა პროტესტი გამოიწვია, ხორბლის იმპორტიორების პროტესტი ოთხი დღე მიმდინარეობდა. აღნიშნული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვაც სცადა და შედეგად, ბრძანების ძალაში შესვლა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა. დღეს კი მედიასაშუალებებს ფინანსთა სამინისტრომ განუცხადა, რომ  ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად პირველი ოქტომბრიდან ხორბლის ავტომანქანით შემოტანა ქვეყანაში, აღარ აიკრძალება. საქართველოში იმპორტირებული ხორბლის რაოდენობა 576 751 ტონას შეადგენს, რომლის 90% რუსეთიდან შემოდის, ამ მხრივ ბაზარი დივერსიფიცირებული არ არის და რუსეთზე დამოკიდებულება თვალსაჩინოა. რაც შეეხება ფართო მოხმარების მარცვლეულის შიდა წარმოებას, უშუალოდ საქართველოში 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით 107 ათასი ტონა ხორბალი იწარმოება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system