თავში

ხორბლის ფასი მარტის მაჩვენებელს გაუთანაბრდა

ხორბლის ფასი მარტის მაჩვენებელს გაუთანაბრდა
ხორბლის ფასი მარტის მაჩვენებელს გაუთანაბრდა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი, ტონა პროდუქტზე 240 დოლარია. ეს, მიისი თქმით, ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ხორბალი მარტში, ეპიდემიის პირველი ტალღის პერიოდში ღირდა. რაც შეეხება ფქვილის ფასს, სილაგავას თქმით, აქაც ზრდა მოხდა და კვლავ 53 -ლარიან ნიშნულს დაუბრუნდა. სილაგავას განცხადებით, მთავრობა საქმის კურსშია და ფასებს, მათ შორის ფქვილსა და შემდგომ უკვე პურზე, საფრთხე არ ემუქრება, რადგან ბიზნესმა სუბსიდიის გარანტია მიიღო.

,,covid-19-ის პირველი ტალღის დროს, მარტში დაახლოებით 240 დოლარი იყო 1 ტონა ხორბლის ფასი, შემდეგ უკან წამოვიდა, მაგრამ ახლა ისევ ამ ნიშნულს დაუბრუნდა.  ფქვილიც გაგვიძვირდა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სუბსიდიის პროგრამა დაგვჭირდება. დაგვარწმუნეს, რომ საჭროების შემთხვევაში, მთავრობა სუბსიდიის მექანიზმს გამოიყენებს, როგორც ეს პანდემიის პირველი ეტაპის შემთხვევაში მოხდა. მაშინ ამან ფასების შენარჩნების ეფექტი მოგვცა. მართალია, ჩვენთვის სუბსიდიის მექანიზმი დიდად მისაღები არ არის, მაგრამ გარეფაქტორებზე მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული, ადგილობრივი ხორბალი მხოლოდ 10% -ია და სხვა გამოსავალი არ გვაქვს. 10 მწარმოებელი ქვეყნიდან 7-ს პრობლემა აქვს. წარმოების მხრივ რთულ სიტუაციაშია ამერიკა, არგენტინა, საფრანგეთი, ყაზახეთი და უკრაინა. მხოლოდ რუსეთშია შედარებით უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ კვოტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შეიძლება ითქვას, რუსეთმა ეს საკითხი ვერ დააბალანსა, იქაც გაიზარდა ფასები, ამიტომ კვოტირების მექანიზმი 1 იანვრიდან ამოქმედდება. დაბალანსება სუბსიდიით მოგვიწევს, ცხადია, საერთაშორისო ფასი თუ დაბლა ჩამოვა, არსებულ ფასს  ჩვენც შევინარჩუნებთ", - ამბობს სილაგავა report.ge-თან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პურის ფასის საკითხი საზოგადოებაში აქტიურად განიხილებოდა. სექტემბერში ოპოზიცია აცხადებდა, როიმ მალე საქართველოში პური გაძვირდებოდა, თუმცა მოგვიანებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურ-პროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა და მისცა მათ გარანტი, რომ წარმოებას მხარს დაუჭერენ და შეფერხება არ მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system