თავში

ხორბლის ღირებულება 9-წლიან მაქსიმუმზეა

ხორბლის ღირებულება 9-წლიან მაქსიმუმზეა
ხორბლის ღირებულება 9-წლიან მაქსიმუმზეა

ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ხორბლის საბაზრო ღირებულებამ 8 დოლარს გადააჭარბა.

ექსპერტები ხორბლის ფასის მატებას ამინდის არახელსაყრელ პირობებსა და სასუქის ფასების ზრდას უკავშირებენ.

ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად მარტის ხორბლის ფიუჩერსის ფასები ბუშელზე 8,08 დოლარამდე გაიზარდა.

გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ ხორბლის ფასი ზედიზედ მეექვსე თვეა განუწყვეტლივ იზრდება, ხოლო მხოლოდ ოქტომბერში ის 6,5%-ით გაიზარდა. 

სააგენტო ასევე მიიჩნევს, რომ ხორბალზე ფასების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა საკვები პროდუქტების ფასების მატებაც მთელ მსოფლიოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system