თავში

ხორბლის იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია

ხორბლის იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია
ხორბლის იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია

"ბევრილი ჯგუფის" ინფორმაციით, დღეს საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი დომინირებს, რომელთა შორისაა ადგილობრივი-ქართული, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ხორბალი. 

კომპანიის განმარტებით, საქართველოში წარმოებული ხორბალი სასურსათო მარაგების შესავსებად საკმარისი არ არის, ხოლო კლიმატური პირობების გამო, ყაზახეთში სექტემბრამდე ხორბლის მოყვანა ვერ ხორციელდება, რის გამოც, მისი შემოტანა საქართველოში ნოემბრის თვემდე შეუძლებელია, რაც ქმნის ქვეყნის სასურსათო მარაგების დეფიციტს და აუცილებელი ხდება ბაზრების დივერსიფიცირება. 

მათივე განმარტებით, გასულ წელს ხორბლის იმპორტი განახორციელა 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა. წლების მიხედვით იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია და ბაზარზე არ ფიქსირდება დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი. 

"ბოლო წლებში კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა, რასაც მოწმობს კონკურენციის სააგენტოს 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელიც საჯაროა," - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება პურის ფასს და მასზე რომელიმე ერთი კომპანიის გავლენას, "ბევრილი ჯგუფი" აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებული პური საერთო მოთხოვნადი რაოდენობის 0.1%-ს შეადგენს, ამ მონაცემების გამო, ის არ ითვლება პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიათა რიგში და მისი გავლენა პურის ფასის ცვლილებაზე პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება. 

შეგახსენებთ, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი, ტონა პროდუქტზე 240 დოლარია, რაც ზუსტად იმდენივეა, რამდენიც ხორბალი მარტში, ეპიდემიის პირველი ტალღის პერიოდში ღირდა. რაც შეეხება, ფქვილის ფასს, ზრდა აქაც ფიქსირდება და კვლავ 53 -ლარიან ნიშნულს დაუბრუნდა. ცნობისთვის, მთავრობა საქმის კურსშია და ფასებს, მათ შორის, ფქვილსა და შემდგომ უკვე პურზე, საფრთხე არ ემუქრება, რადგან ბიზნესმა მთავრობისგან სუბსიდიის გარანტია მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system