თავში

ხორბლის მარაგის მხრივ ქვეყანას პრობლემა არ აქვს

ხორბლის მარაგის მხრივ ქვეყანას პრობლემა არ აქვს
ხორბლის მარაგის მხრივ ქვეყანას პრობლემა არ აქვს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებას, განსაკუთრებით, ლარის გაუფასურებას, მარაგის  პრობლემა არ გამოუწვევია. ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას, პროდუქტის რა მარაგი აქვს ქვეყანას, კანონმდებლობა კრძალავს. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აღნიშნავს, ამ მხრივ, პრობლემა არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია რიგი ღონისძიებების გატარება, რათა ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს.

სილაგავა ყურადღებას ამახვილებს ასევე, ხორბლის მოხმარების კლებაა. ის არ გამორიცხავს, რომ ციფრებში ცთომილება არსებობდეს, რადგან სტატისტიკა მოხმარების მკვეთრ შემცირებას ადასტურებს.

"სტრატეგიული პროდუქტის მარაგი ქვეყანას ყოველთვის უნდა გააჩნდეს. იმის, გამო, რომ კონკურენციის სააგენტო ასეთი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს, უნდა არსებობდეს კონკრეტული ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ზოგად ინფორმაციაზე წვდომა ექნება. ჩვენი შეფასებით, ეს მოვალეობა უშიშროების საბჭოს უნდა დაეკისროს, რამდენადაც ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სტრატეგიული პროდუქტის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა. ამ მომენტში ჩვენ მარაგთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება სტანდარტს, გაეროს რეკომენდაციით, იგი წლიური მოხმარების 2%-ს უნდა შეადგენდეს. საქართველოს შემთხვევაში, ეს 2 თვის მარაგია. 2012 წელს ხორბლის მოხმარებამ 700 ათასი ტონა შეადგინა. 2018 წლის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელია 550-560 ათას ტონამდე შემცირდა, ანუ სხვაობა 160 ატასი ტონაა. მართალია, კლება დემოგრაფიულ პროცესსაც უკავშირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ტურიზმში მნიშვნელოვანი ზრდაა. ამ თვალსაზრისით, არ გამოვრიცხავ, ციფრებში ცდომილება გვქონდეს. უნდა დაიდოს ზუსტი სტატისტიკა. ჩემი აზრით, სასურსათო და საფურაჟე ხორბალი ცალ-ცალკე აღირიცხოს. დიფერენცირება გვჭირდება, და ეს ლეგიტიმური ორგანოს ფუნქცია უნდა გახდეს", - განუცხადა ლევან სილაგავამ report.ge-ს.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე პრემიერ მინისტრთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system