თავში

ხორცი კიდევ გაძვირდება

ხორცი კიდევ გაძვირდება
ხორცი კიდევ გაძვირდება

დეკემბერში, ხორცის საერთაშორისო ფასების ინდექსი გაიზარდა 1.7%-ით, ხოლო 2020 წელის ხორცის საშუალო მაჩვენებელი, 2019 წლის ნიშნულს 4.5%-ით ჩამორჩებოდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია FAO-ს ფასების ინდექსში, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს, განმარტებით, 2020 წლის წლის ბოლო თვეს, ფრინველის ხორცზე ფასები მსუბუქად გაიზარდა, ხოლო ღორის ხორცზე კი შემცირდა. 

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, შემცირება გერმანიის მხრიდან ექსპორტის ცვლილებას უკავშირდება, რასაც წინ უძღვოდა აზიაში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქება, რამაც ცხოველის განადგურება გამოიწვია.

საქართველოში, მსოფლიო ბაზრის კვალდაკვალ, თებერვლიდან ხორცის გაძვირებას ელიან. ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირება ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც დასტურდება.  საქსტატის მონაცემით, ფასები ამ მიმართულებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი.

რაც შეეხება, ხორცის ადგილობრივ ფასს, ანალიტიკოსების თქმით, მას 2 ფაქტორი განსაზღვრავს: ერთი, რომ საქონლის საკვები ძვირდება, იანვრიდან უფრო გაძვირებული პარტიები შემოვა. მეორეც, - დეკემბერ-იანვარში თითქმის მასიურად იკვლება პირუტყვი, რადგან გამოკვება რთულია. შესაბამისად, გლეხი მხოლოდ აუცილებელ, მეწველ საქონელს უტოვებენ, მეხორცულ საქონელს, 60-70%-ს მოსახლეობა სასაკლაოებში აბარებს. ახლაც ეს ტენდენციაა, რაც, ანალიტიკოსების მტკიცებით, სამომავლოდ როგორც პირუტყვის ცოცხალი წონის ფასზე, ასევე მზა პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system