თავში

ხორცი მსოფლიოში გაძვირდა

ხორცი მსოფლიოში გაძვირდა
ხორცი მსოფლიოში გაძვირდა

ნოემბერში 0.9%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების FAO-ინდექსი. თუმცა, როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განმარტავს, მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის ნიშნულს 13.7%-ით ჩამორჩება. ანუ მსოფლოიში წლიურ ჭრილში ხორცი გაიაფებულია. 

ფასები გაზრდილია, საქონლის, ცხვრისა და ღორის ხორცზე, მაშინ როცა, ფრინველის ხორცზე ფასები შემცირდა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ხორცი და ხორცპროდუქტები საქართველოში ერთი წლის განმავლობაში გაძვირებულია 3.7 პროცენტით.

შეგახსენებთ, FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაზრდილია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის, რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს. ნოემბრის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ითაა მომატებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system