თავში

ცოცხალი ხორცის რა რაოდენობა გაყიდა საქართველომ აზერბაიჯანში

ცოცხალი ხორცის რა რაოდენობა გაყიდა საქართველომ აზერბაიჯანში
ცოცხალი ხორცის რა რაოდენობა გაყიდა საქართველომ აზერბაიჯანში

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 2,085.2 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოცხალი ხორცი გაყიდა. ფულად გამოსახულებაში ამ პროდუქტის ექსპორტი 3,667.1 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა. 

0102 სასაქონლო ნიშნის ქვეშ ტვირთი საავტომობილო გზით გადაიზიდა. ექსპორტი განხორციელდა მიმდინარე წლის ყველა თვეში აპრილისა და მაისის გარდა. 

0104 სასაქონლო ნიშნის ქვეშ კი მეზობელ ქვეყანაში საქართველოდან საავტომობილო გზით ივლისსა და აგვისტოში გადაიზიდა 1,007.8 ათასი დოლარის ღირებულების  422.1 ტონა ცხვრები და თხები ცოცხლად. 

რაც შეეხება შინაური ფრინველის ექსპორტს, 0105 სასაქონლო ნიშნის ქვეშ საქართველომ მიმდინარე წლის 8 თვეში აზერბაიჯანში გაყიდა 32.4 ათასი დოლარის ღირებულების 4.2 ტონა შინაური ფრინველის ცოცხალი ხორცი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system