თავში

ხორცის საერთაშორისო ფასი უცვლელია

ხორცის საერთაშორისო ფასი უცვლელია
ხორცის საერთაშორისო ფასი უცვლელია

ფაქტობრივად უცვლელი დარჩა ხორცის ფასების ინდექსიც, რომელმაც ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ით დაიწია. 

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის აგვისტოს თვის მონაცმებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას, ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ.

მსოფლიო ბაზრებზე ხორცის ივლისშიც გაიაფდა. ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, 1.8%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2%-ით ჩამორჩება. 

ცნობისთვის, აგვისტოში მთელ მსოფლიოში, ფასები მომატებულია შაქარზე და გაძვირებულია ზეთიც, ხოლო ხორცის მსგავსად, ფასი შენარჩუნდა რძესა და ძის პროდუქტებზეც.

შეგახსენებთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system