თავში

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია 95 მლნ ლარი ჯდება

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია 95 მლნ ლარი ჯდება
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია 95 მლნ ლარი ჯდება

95 მილიონი ლარის ღირებულების ხულო-ზარზმის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)  უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ხულო-ზარზმის განახლებული მონაკვეთი უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და სამცხე-ჯავახეთისა რეგიონს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

მშენებელი კომპანიის განმარტებით, გზის განახლება დამატებითი სტიმული იქნება მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, რადგან გაიოლდება აღმოსავლეთის მხრიდან მთიანი აჭარის უდიდესი პოტენციალის მქონე კურორტ გოდერძისთან მისვლა. უხარისხო გზის პირობებში, ამ ტერიტორიაზე გადაადგილება განსაკუთრებით გართულებული იყო ზამთრის განმავლობაში. ეს ფაქტი, თავისთავად აფერხებდა როგორც ტურისტული ნაკადის მოზიდვას თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე - უცხოელი ვიზიტორების დაინტერესებასაც.

გარდა მსხვილი ტურისტული ინფრასტუქტურისა, გზის მიმდებარედ გაჩნდება მცირე ბიზნესის განვითარების საშუალებაც, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

POWERCHINA/Sinohydro-ში აცხადებენ, რომ განახლებული გზა გაზრდის რეგინის სატრანზიტო პოტენციალსაც და მეზობელ სახელმწიფოებს ბათუმის პორტთან დაკავშირება უმოკლეს დროში შეეძლებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system