თავში

ხულოში გაზი შევიდა

ხულოში გაზი შევიდა
ხულოში გაზი შევიდა

დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირი აინთო. 

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია სოკარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ყველა ოჯახი მაღალმთიან აჭარაში ისარგებლებს ბუნებრივი აირით.

"დღეს ბუნებრივ აირს ავანთებთ ხულოს დაბაში და ეტაპობრივად, უკვე, ყველა ოჯახი, მიიღებს ბუნებრივ აირს. არცერთი მოქალაქე და არცერთი ოჯახი მთაში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, სალიბაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი, უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე დასკვნით 27 კილომეტრზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც“ აინთო.

რიჟვაძის ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში აჭარაში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით, 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების შესახებაც ისაუბრა.

"როგორც დაგპირდით, ხულო-ზარზმის გზა, რომელიც არის ისტორიული პროექტი მაღალმთიანი აჭარისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ასევე, სამცხე-ჯავახეთისთვის, იქნება ბოლომდე მიყვანილი, დასრულებული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system