თავში

ხვალ სებ-ი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ხვალ სებ-ი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
ხვალ სებ-ი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ამის შესახებ report.ge-ს თავად ეროვნული ბანკის პრესსამსახურმა აცნობა.

სებ-მა 40 მილიონი დოლარი სავალუტო ბაზარს 16 სექტემბერსაც მიაწოდა.წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 420 მილიონი დოლარი გაყიდა. ხვალინდელი ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 460 მილიონს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2295 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8050 ლარად არის შესაძლებელი.

 ამ მომენტისთვის(14:45 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.25 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system