თავში

ხვალიდან 2021 წლის ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები იწყება

ხვალიდან 2021 წლის ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები იწყება
ხვალიდან 2021 წლის ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები იწყება

ხვალ პარლამენტის კომიტეტებში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტს განიხილავენ.

როგორც საკანონმდებლო ორგანოდან report.ge-ს აცნობეს, ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს, ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. 

დღის ბოლოს კი დაგეგმილია პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკრება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისათვის დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯის სიდიდეს ედავებიან. 

ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system