თავში

კიბერუსაფრთხოებაზე პრინტ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

კიბერუსაფრთხოებაზე პრინტ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
კიბერუსაფრთხოებაზე პრინტ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

კიბერუსაფრთხოების თემაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ჩატარებული პრინტ კონკურსის გამარჯვებული ცნობილია. პირველი ადგილი 4MEDIA-ს პრინტმა მოიპოვა. სააგენტოს ნამუშევარი თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში განთავსდება.

ეროვნული ბანკის (სებ) შეფასებით,  კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი, საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო. 

"ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და სხვა მომსახურების მიღებას. თუმცა, ამავდროულად იზრდება გარკვეული კიბერ რისკებიც. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებს და მოქალაქეებს რეგულარულად მოუწოდებს სიფთხილის გამოჩენისაკენ. აუცილებელია სიფრთხილე იმ მოწყობილობების მოხმარებისას, რომელთა საშუალებითაც საკუთარ ფინანსებს განვკარგავთ (კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ა.შ). ასევე, ყურადღება გვმართებს პერსონალური თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემისას (როგორიცაა: პირადი ნომერი, ბარათის პინ კოდი და ა.შ). კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საინფორმაციო პოსტერები, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა," - განმარტავენ სებ-ში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system