თავში

ნიორი კორონავირუსის წინააღმდეგ- კიდევ რა გააძვირა კორონავირუსმა - Exclusive

კიდევ რა გააძვირა კორონავირუსმა - Exclusive
ნიორი კორონავირუსის წინააღმდეგ- კიდევ რა გააძვირა კორონავირუსმა - Exclusive

კორონავირუსმა საფრთხე მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ შეუქმნა, ის დიდი თავის ტკივილი გახდა მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. სპეციალისტების განმარტებით შემაშფოთებლად არის გაზრდილი ინფლაცია მთელს მსოფლიოში, უფასურდება ეროვნული ვალუტები და იზრდება ფასები.

თითქმის გაორმაგებულია ფასები სეზონური მოთხოვნის პროდუქტებზე. ამ ტიპის პროდუქტების ჩამონათვალში პირველია ნიორი , რომელიც ხალხური მედიცინით "გრიპის წამლადაა" მიჩნეული. სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსისაგან დაპანიკებული მოსახლეობა დღეს, იმუნური სისტემის გაძლიერების მიზნით, ნიორში იხდის 37% -ით მეტს, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

ამ პროდუქტის გაძვირება არ უკვირთ სპეციალისტებს. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ზამთავრში, როცა მაღალია გაციების, სურდოსა და ვირუსის რისკი, როგორც წესი, იმატებს c ვიტამინის შემცველ პროდუქტებზე მოთხოვნაც და ფასიც. მათი თქმით, წელს ზამთარს კორონავირუსის ფაქტორიც დაემატა და ამგვარ პროდუქტებზე მსოფლიო ფასები გაორმაგდა კიდეც. 

მედიკოსების რეკომენდაციით, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კარგია ციტრუსოვანი კულტურების მიღება, როგორიცაა ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, კივი. მათივე რჩევით, იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივია ნატურალური თაფლი, ნიორი კი, ამ მხრივ, შეუცვლელი პროდუქტია. 

report.ge შეეცადა გაერკვია კორონავირუსის გამო გაზრდილმა მოთხოვნამ გაზარდა თუ არა ამ პროდუქტების ფასი. მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ. აღმოჩნდა, რომ 1 კილოგრამი ნიორი სამი თვის წინ 6.16 ლარი ღირდა, იანვარში ის 78 თეთრით გაძვირდა, ხოლო თებერვალში - ლარი და 72 თეთრით. 

რაც შეეხება ლიმონს, ფასი მასზე მნიშვნელოვანდ არ გაძვირებულა, ის ბოლო სამი თვის მანძილზე მხოლოდ 8 თეთრით გაძვირდა.დეკემბერში  1 კგ ლიმონი 3 ლარი და 35 თეთრი ღირდა, იანვარში 3 ლარი და 34 თეთრი, ხოლო თებერვალში მისი ფასი 3.43 ლარს  გაუტოლდა. 

საქსტატის მონაცემებით, თაფლი ბოლო სამი თვის მანძილზე 39 თეთრითაა გაძვირებული. დელემბერში 1 კგ თაფლი 21.23 ლარი ღირდა, იანვარში 21.13 - ლარი, ხოლო თებერვალში - 21.62 ლარი.

ბევრად განსხვავებული ფასებია ბაზრობებსა და მარკეტებში, სადაც report.ge-ს განუმარტეს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სამივე პროდუქტზე (თაფლი, ნიორი, ლიმონი) ფასები 20-25%-ითაა გაზრდილი.

"დეკემბრის მეორე ნახევრიდან საახალწლო პერიოდის გამო გაიზარდა ფასები, ამას დაემატება ზამთრის სეზონიც, როცა ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება და მესამე ფაქტორი გაძვირების არის კორონავირუსი. თაფლიანი წყალი, ნიორი და ლიმონი არის იმუნური სისტემის გამაძლიერებისთვის უებარი საშუალება. გაყიდვენი ნივრის შემთხვევაში გაორმაგებულია, ხოლო თაფლის შემთხვევაში გასამმაგებული. უფრო მეტად ქართულ თაფლს ითხოვენ. ქართულ ნიორს 12 ლარად ვყიდი, იმპორტირებულს - 15 ლარად, წაბლის თაფლს 25 ლარად ვყიდი, 1 კილოს, იმავე ოდენობის ცაცხვის თაფლს - 30 ლარად, " - განუმარტა report.ge "დეზერტირების ბაზრობის" მოვაჭრემ ნათელა ტიკაძემ. 

ცნობისთვის, ამავე ბაზარზე ლარად იყიდება 3 ცალი ლიმონი, რომელიც 100-150 გრამია, კილო ლომონს კი 5-6 ლარი სჭირდება. გამყიდველმა გვითხრა რომ ბოლო სამი თვეა ლიმონის რეალიზაციის მაჩვენებელი გაათმაგებულია. 

ნიორი გაძვირებულია მის ერთ-ერთ უმსხილეს მწარმოებელ ქვეყანაშიც, რუსეთშიც. აქ ნივრის საშუალო ფასი 2020 წლის იანვარში შეადგენდა 233 რუბლს 1 კგ-ზე, ხოლო თებერვალში - 246 რუბლს თითო კილოზე. გასულ წელს ამავე პერიოდში ნიორი რუსეთში 155 რუბლი ღირდა.

ცნობისთვის, ნიორი კავკასიის რეგიონში განსაკუთრებულ პროდუქტად ითვლება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ჩეჩნეთი სწორედ ნივრით აპირებს. 

ჩეჩნეთში ყოველწლიურ ფესტივალს დაახლოებით 20,000-მდე ადამინი სტუმრობს ველური ნივრის ნახარშის დასაგემოვნებლად.  ფესტივალის მონაწილენი უშუალოდ არიან ჩართულნი ნახარშის მომზადებაში და თან ტრადიციული ცეკვებით გაფორმებულ სანახაობას ადევნებენ თვალს.

ნიორში ნამდვილად არის დიდი რაოდენობით ვიტამინი, რასაც ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია და ზოგადად პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. რა არის საჭირო კორონავირუსთან საბრძოლველად? მხოლოდ კარგი იმუნური სისტემა. ამიტომ მე მჯერა, ყველა, ვინც ამ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო, ცოტათი მაინც უფრო ჯანმრთელია და უფრო მებრძოლია კორონავირუსის მიმართ“, - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system