თავში

ბოკერია თურნავას: კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ საგადასახადო ტვირთი შეამციროთ

კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ საგადასახადო ტვირთი შეამციროთ
ბოკერია თურნავას: კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ საგადასახადო ტვირთი შეამციროთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მისულ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ, ჰკითხა: "მაინტერესებს სად გადის ზღვარი იმისთვის, რომ საგადასახადო ტვირთი შეამციროთ?"

დეპუტატმა მინისტრს განუმარტამ, რომ 2016-დან 2019 წლამდე 45 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მოერე კვარტლის მონაცემებით, 30 ათასით შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებლები. ეკონომიკის შემცირებამ შეადგინა -12%. ამ მონაცემების შემდეგ კი იკითხა: 

„რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ განიხილოთ გადასახადების რეალური, არსებითი დაწევა? რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება?"

ბოკერიამ პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.

"აქ იყო პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი, რომელსაც მაშინვე ვუთხარით ამ ფაქტზე, რომ იტყუებოდა. სინამდვილეში საქართველო 119-ე ადგილზეა. რა აზრი აქვს ამ სიცრუეს? რით უმსუბუქებს ჩვენს მოქალაქეებს მდგომარეობას?“ - მიმართა თურნავას დეპუტატმა.

რაუნდამოხდესიმისთვის, რომ თქვენ, განიხილოთგადასახადებისრეალურიდაწევა, რამდენადუნდადამძიმდესვითარება? - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით მისულ ნათია თურნავას მიმართა.

გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანაშა არის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ხოლო ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უტიფრად აგრძელებს თვითკმაყოფილებას და ტყუილის ტირაჟირებას საზოგადოებაში.

"თქვენი მთავრობის მონაცემებით 2016-2019 წლამდე სადღაც 45 ათასით შემცირდა ოფიციალური დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 33 ათასით ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ეკონომიკის შემცირებამ -12 % შეადგინა. მე მინდა თქვენ გვითხრათ ზღვარი, რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ სამასი მილიონი დავტოვეთ ეკონომიკაშიო, 6 მილიარდი არის დაკარგული და 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს? ეს ბალანსი თქვენი აზრით პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და მეწარმეები დგანან? საშუალო კლასი და გაჭირვებული ხალხი? რა ზღვარს უნდა აცდეს კრიზისი და გაჭირვება, თქვენ რომ ტვირთის შემსუბუქება განიხილოთ და 300 მილიონი რანაირად პასუხობს 6 მილიარდიან დანაკარგს?! ისევ უტიფარი ტყუილი, ვწუხვარ რომ ეს უნდა გითხრათ. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ თურმე მესამე ადგილზეა საგადასახო ტვირთით საქართველო, რაზე გაქვთ გათვლა, რომ ამ სიცრუეს უბრალოდ არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერ-მინისტრი, თქვენი გუნდის ლიდერი, ლიდერი კი არა, ლიდერის ერთ-ერთი ასისტენტი, ივანიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი, მან გაიმეორა სიცრუე, ჩვენ მას მივუთითეთ რომ თქვენ ცრუობთ. გადასახადებს საერთო ტვირთით საქართველო არის 119-ე თუ 118 ადგილზე. ამ სიცრუეს რა აზრი აქვს ჩვენს მოქალაქეებს რითი უმსუბუქებს მდგომარეობას?"- იკითხა ბოკერიამ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system