თავში

კიევში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
კიევში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავა. ტოხოსაშვილი საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.

2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system