თავში

ქირის ინდექსი მცირდება - რა იმპულსებია უძრავი ქონების ბაზარზე

ქირის ინდექსი მცირდება - რა იმპულსებია უძრავი ქონების ბაზარზე
ქირის ინდექსი მცირდება -  რა იმპულსებია უძრავი ქონების ბაზარზე

კორონავირუსის გამო შექმნის ახალ გამოწვევებზე უძრავი ქონების ქირის ბაზარი სწრაფად რეაგირებს.

Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად,  ქირის ინდექსი აშშ დოლარში წლიურად შემცირდა 10.7%-ით შემცირდა წლის დასაწყისთან შედარებით.

ქირების შემცირებას Galt&Taggart-ის ანალიტიკოსები ხსნისნ ტურიზმთან დაკავშირებული მოთხოვნის შოკით, რის გამოც მათი განმარტებით, ქირის უკუგება მცირდება, რაც მომავალში ფასების შემცირებას გარდაუვალს ხდის.

უძრავი ქონების ბაზრის მკვლევარების შეფასებით, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას.

2020 წლის მარტის შემდეგ საფასო პოლიტიკა ძირითადად ბინის გამქირავებლებმა შეცვალეს.

განმცხადებლების დაახლოებით 7%-მა (3,076 განცხადება) Area.ge-ზე შეცვალა საფასო პოლიტიკა.

2020 წლის ივნისში Area.ge-ზე განთავსებული განცხადებების საშუალო შეწონილი ფასი შემცირდა 817 აშშ დოლარამდე (870 აშშ დოლარიდან) დეველოპერების შემთხვევაში და 846 აშშ დოლარამდე (893 აშშ დოლარიდან) კერძო ინვესტორების შემთხვევაში. 2020 წლის მარტსა და აპრილში შემცირების შემდეგ, ბინის გაყიდვის ახალი განცხადებები კვლავ გაიზარდა 2020 წლის მაისიდან

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system