თავში

კლინიკების ტარიფები, შესაძლოა, გადაიხედოს

კლინიკების ტარიფები, შესაძლოა, გადაიხედოს
კლინიკების ტარიფები, შესაძლოა, გადაიხედოს

სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაძლოა, გადაიხედოს 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფები, თუკი კლინიკები სამინისტროს წარმოუდგენენ კონკრეტულ, არგუმენტირებულ ხარჯთაღიცხვას მათ მიერ გაწეული სერვისების შესახებ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო კლინიკებს შორის გამართულ შეხვედრაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ითქვა.

„ევექსის“ კლინიკების მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ სამინისტროსთნ კონსტრუქციული დიალოგის შედეგად კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული.

„სამინისტროს ჰქონდა შეხვედრაზე საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია, რაც ძალიან მისასალმებელია. მივიჩნევ, რომ შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ საქმიანად, სადაც მივიღეთ კონკრეტული პირება, რომ ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული, დეტალური ხარჯთაღრიცხვების მიწოდების შემთხვევაში მოხდება მათი გათვალისწინება. ამჟამად ჩვენ ვამუშავებ აღნიშნულ ინფორმაციას, ხვალვე მივაწვდით სამინისტროს და ამის შემდეგ ერთობლივად, შეჯერებულდ მივალთ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი კონსტრუქციული და საქმიანი დამოკიდებულება ამ საკითხში საკმაოდ მისასალმებელია და ძალიან ჯანსაღი პროცესია საბოლოო ჯამში“, – აცხადებს „ევექსის“ ქსელის დირექტორი გიორგი მინდიაშვილი.

ცნობისთვის,  მთავრობის 520-ე დადგენილება ძალაში მიმდინარე წლის 21 ნოემბერს შევიდა, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა.

შეგახსენებთ, სამინისტროს გადაწყვეტილებას, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისათვის გარკვეულ მომსახურებებზე ერთიანი ტარიფების დაწესების შესახებ, კერძო კლინიკები აპროტესტებენ. მათი თქმით, სამინისტროს მიერ დადგენილი დაბალი ტარიფები პაციენტების ხარისხიან მომსახურებას და კლინიკების გამართულ ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.

სამედიცინო ბიზნესის ნაწილი მთავრობის წინააღმდეგ სარჩელსაც ამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system