თავში

კლინიკების წარმომადგენლები მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

კლინიკების წარმომადგენლები მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ
კლინიკების წარმომადგენლები მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, კლინიკების დიდი ნაწილი 520-ე დადგენილების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს. მისივე თქმით, კლინიკების 90% მთავრობას  სარჩელით მოსთხოვს 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერებას.


„90% კლინიკებისა ვაპირებთ შევიტანოთ საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ამ დადგენილების მოქმედება. თითოეული მათგანი მზად არის და მე ვარ გარანტი იმისა, რომ დასხდნენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრობის პირისპირ, მოხდეს რეალური განფასება, არა ფინანსისტების მონაწილეობით, არამედ სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი მზად არიან მიყვნენ ხელისუფლებას, თუმცა არარეალური ტარიფების შემთხვევაში ეს გამორიცხულია“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, მთავრობის 520-ე დადგენილება 21 ნოემბერს, კლინიკების წარმომადგენელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ამოქმედდა და გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system