თავში

ქმნის თუ არა რისკს საპენსიო ფონდის მოცულობაში კლება

ქმნის თუ არა რისკს საპენსიო ფონდის მოცულობაში კლება
ქმნის თუ არა რისკს საპენსიო ფონდის მოცულობაში კლება

საპენსიო ფონდის მოცულობის 13,4 მილიონიანი კლება, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციაა, რომელიც ფონდის მდგრადობას რისკს მინიმალურ დონეზეც ვერ შეუქმნის. მისი განმარტებით, შემცირება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტენდენცია ზედიზედ 3 თვეს გასტანს, რის ალბათობასაც იგი არსებულ შემთხვევაში გამორიცხავს.

,,საპენსიო ფონდში იმდენი თანხაა აკუმულირებული, რომ რყევის ეს მაჩვენებელი არანაირად არ არის ნეგატიური გავლენის მომხდენი. ცალკეულ მომენტში ადგილი  შეიძლება ჰქონდეს ამ თანხის რაოდენობის ზრდას ან შემცირებას, ჩვეულებრივი მომენტია. ამიტომ ცვლილება უნდა მივიღოთ, როგორც სტატისტიკური ინფორმაცია და უფრო შორს მიმავალი  დასკვნების გაკეთებისგან ამჯერად თავი შევიკავოთ.  საფრთხეა, თუ მაგალითად, ზედიზედ 3 თვის განმავლობაში კლების შეუქცევადი ტენდენციაა. ასევე, როცა საპეპენსიო ფონდში გაერთიანების მსურველთა რაოდენობა კლებულობს. დანარჩენი, წმინდა კონიუნქტურული ცვლილებაა და ბევრს არაფერს ნიშნავს. მთლიანობაში, სახელმწიფოს მხრიდან პენსიონერთა მხარდაჭერა გრძელდება, რაც არის გარანტი, რომ ყოველწლიურად მოხდება პენსიის ზრდა, განსაკუთრებით, მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. არის ერთი გასათვალისწინებელი მომენტიც,  ცხადია სახელმწიფო თუ ზრუნავს შენზე, მაშინ  ნაკლებად უთმობ ყურადღებას საკუთარ კეთილდღეობას, ეს მომენტიც მუშაობს, მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორიული დაშვება. ნორმალურ პირობებში, ადამიანი რაციონალურად ფიქრობს არა მხოლოდ თავისი დღევანდელი დღის უზრუნველყოფაზე, არამედ ხვალინდელ დღეზეც. უხერხული შედარებაა, მაგრამ ლუარსაბ თათქარიძეც კი ფიქრობდა, ,,დღევანდელი დღე ხომ გადავაგორეთ, ახლა ხვალინელზე ვიფიქროთო'". ხვალინდელი -   ეს არ მხოლოდ ასტროლოგიური დღეა,  ჩვენი მომავალია და თითოეულ ადამიანს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ევალება უფრო რაციონალურად, ფხიზელი თვალით და გონებით მიუდგეს მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფას და დღევანდელ მოცემულობაშივე ჩაუყაროს საფუძველი", - აცხადებს სოსო არჩვაძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, 2020 წლის 31 დეკემბერს საპენსიო ფონდის ზომა 1,178,000,000 ლარი იყო, 1 იანვარს კი ფონდის მოცულობა13.4-მილიონით, 1,164,600,000 ლარამდე შემცირდა. 

საპენსიო სააგენტოში საპენსიო ფონდის მოცულობის შემცირებას მათ მიერ 2020 წლის ბოლოს ფონდის ფინანსური მაჩვენებლების გადაანგარიშებას უკავშირდებენ. მათი განმარტებით, ფონდის აქტივები, მათ შორის, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული საპროცენტო სარეგებელი შეფასდა IFRS საბუღალტრო მეთოდოლოგიით. განახლებულმა შეფასებამ განაპირობა ფონდის შემცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system