თავში

კობა გვენეტაძე: ლარის ფასი გაზრდილია

კობა გვენეტაძე: ლარის ფასი გაზრდილია
კობა გვენეტაძე: ლარის ფასი გაზრდილია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის, თქმით, ამ ეტაპზე კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს დოლარი ლიკვიდობა საკმაოდ ბევრი აქვთ, მაგრამ მათ ახლა აკლიათ ლარის ლიკვიდობა, რადგანაც ბევრი სესხი ლარში გაიცემა და ლარის ფასი გაზრდილია.

წარმოიდგინეთ, 3 თვის განმავლობაში ისინი თითქმის არაფერს არ იღებენ: თანხები, რომელიც მათ ეკონომიკაში უნდა დააბრუნონ, არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოვალეობაა, რომ ეკონომიკაში ამ თანხის ნაკადი არ შეწყდეს. როგორც კი ეს შეწყდება, უკვე ძალიან ცუდის მომასწავებელი იქნება. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ვიყენებთ სხვადასხვა სახსრებს,"- განაცხადა კობა გვენატაძემ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის კონტრიბუცია არის ის, რომ ფინანსურმა სისტემამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება, რისთვისაც ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system