თავში

კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზს ვერ ხედავს

კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზს ვერ ხედავს
კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზს ვერ ხედავს

"ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე აცხადებს.

მისი თქმით, ლარის კურსის დასაჭერად და ინფლაციის მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გამოიყენა. ესაა რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება. ქვეყნის პირველი ბანკირი შედეგით კმაყოფილია.

"რეფინანსირების განაკვეთის გავამკაცრეთ. კარგია, რომ ეს ჩარჩო მოქმედებს და ეს ჩარჩო მუშაობს. ჩვენ კარგად დავინახეთ ეს, როცა გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები, მაშინ არარეზიდენტების მიერ გაიზარდა ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რაც იყო ერთ-ერთი მიზეზიც ეროვნული ვალუტის ნომინალური კურსის გამყარების. ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევხედოთ რა ვითარებაში ხდება ეს. 2014-2015 წლებში ვალუტის გაუფასურება იყო დაახლოებით, 50%, მაგრამ მაშინ ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი. სიტუაცია განსხვავებული იყო 2019 წელს. იმ შოკის შედეგად, რაც ამ წელს მივიღეთ, მხოლოდ ჩვენ ვუფასურდებოდით, ხოლო 2014 წელს სხვა ვალუტებიც უფასურდებოდა. ანუ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გაუფასურება, რომელიც ახლა ხდება, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება არ იქნება ინფლაციაზე ისეთი გავლენის მქონე, როგორც ამას ჰქონდა 2019 წელს. ყველა ფაქტორს ვაანალიზებთ. შემდეგ კვირაში არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და განხილვებზე ჩვენ ვაანალიზებთ და ვეყრდნობით იმ ინფორმაციებს, რომელიც იმ წუთებში არის. სიტუაციას ყველანაირად ვაფასებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ჯერ პირობის მოცემა არ შემიძლია, თუმცა ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - აცხადებს გვენეტაძე.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 18 მარტს არის ჩანიშნული.

შეგახსნებეთ, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა (Bank of England) დღეს კორონავირუსისგან მოსალოდნელი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. განაკვეთი 0.25%-ზე შენარჩუნდება. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ერძო სექტორის დაკრედიტებას 190 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდის. 

დღესვე დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მოქმედი კონტრციკლური ბუფერის 0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთან კი ის ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა უცვლელად 0%-ზე დატოვა.

ქვეყანა მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებასაც აპირებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ნადინ დორისს, კორონავირუსი დაუდგინდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system