თავში

კობა გვენეტაძე: საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება

კობა გვენეტაძე: საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება
კობა გვენეტაძე: საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება

ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი მანდატია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რათა ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას არაფერი დაემართოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი შემუშავებული სამოქმედო გეგმა კორონავირუსით გამოწვეულ უარყოფით ფინანსურ და ეკონომიკურ ეფექტებს შეამცირებს.

სამოქმედო გეგმა შეესაბამება ამ მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს. სექტორისათვის პროგნოზირების ზრდისა და საზედამხედველო ღონისძიებებზე მეტი სიცხადისთვის, სამოქმედო გეგმა ასევე მიეწოდა კომერციულ ბანკებს. ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომლებიც თანდათანობით გროვდებოდა. ამასთანავე, დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება“, – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ წინდახედულმა პასუხისმგებლიანმა დაკრედიტების სტანდარტებმა კიდევ უფრო მოამზადა საბანკო სექტორი მზად იყოს გამოწვევების საპასუხოდ.

„ვფიქრობთ, ღონისძიებები, რომლებიც უკვე გატარდა ეროვნული ბანკის მიერ, ასევე მოსალოდნელი ღონისძიებები, რომლებსაც გავატარებთ და, რომელზეც კომუნიკაცია უკვე შედგა, მოგვცემს აბსოლუტურ რწმუნებას, რომ საბანკო სექტორს არ ემუქრება არანაირი საფრთხე, არანაირი რისკი, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ამ პირობებშიც. ღონისძიებები, რომლებიც გაატარა ეროვნულმა ბანკმა, საკმარის საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ეს შოკი რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს ფინანსურმა სექტორმა“, – აცხადებს ქვეყბის პირველი ბანკირი კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system