თავში

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება კარგად არასოდეს სრულდება

კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება კარგად არასოდეს სრულდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს სოციალურ ქსელებში სებ-ის წინააღმდეგ შექმნილი გვერდების შესახებ კომენტარი გააკეთა. გვენეტაძე ამბობს, რომ აღნიშნული გვერდების მიზანს, სებ-ის საქმიანობის დისკრედიტება წარმოადგენს.


"ვერ გეტყვით, რას უკავშირდება და ვინ არის ამის უკან, ეს თავისთავად სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ეს არის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ზოგადად ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება არასოდეს კარგად არ სრულდება არცერთ ქვეყანაში, ამის მაგალითი საკმაოდ ბევრია,"- ამბობს გვენეტაძე.

აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, სებ-ის დასუსტება შესაძლოა, მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს.

"ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები; ეს ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ფუნქციების და მოვალეობების ფარგლებში. დასპონსორებულ გვერდებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს", - ამბობს მესტვირიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system