თავში

კობა გვენეტაძემ პოსტზე მუშაობის ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა

კობა გვენეტაძემ პოსტზე მუშაობის ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა
კობა გვენეტაძემ პოსტზე მუშაობის ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, რა იყო მისი პრიორიტეტი, 2016 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას, გვენეტაძე პასუხობს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გაუმჯობესება იყო. 

"ეროვნულ ბანკში 2016 წლამდეც ვმუშაობდი. ჩემი კარიერა 1993-1996 წლებში სწორედ ეროვნულ ბანკში დაიწყო, შესაბამისად ვიცნობდი არა მხოლოდ იმ ხალხს, ვინც აქ მუშაობდა, არამედ ისიც ვიცოდი, თუ როგორ მუშაობდა ცენტრალური ბანკი. როდესაც დავიკავე აღნიშნული პოზიცია, პირველ რიგში მსურდა გამეგო ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომ განმესაზღვრა შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა/სტრატეგია. საწყის ეტაპზე აუცილებელი იყო ძალიან ფრთხილი ანალიზი. გავეცანი სიტუაციას, წავიკითხე ძალიან ბევრი ანალიტიკური ინფორმაცია, შევხვდი თანამშრომლებს და განვსაზღვრე ის რამდენიმე მიმართულება, რომელიც საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. პირველ ადგილზე ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გაუმჯობესება იყო, რომელიც ეროვნულ ბანკში 2009 წელს დაინერგა. ამისთვის საჭირო იყო მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განვითარება და გაძლიერება. ამავდროულად, ეროვნული ბანკი Basel III-ის სტანდარტებს უახლოვდებოდა, შესაბამისად ამ პროცესის დასრულებაც პრიორიტეტული იყო," - განმარტა საქართველოს პირველმა ბანკირმა. 

მისივე თქმით, მისი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა პილარ 3-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც.

"აქცენტი 3 ძირითად მიმართულებაზე გაკეთდა. პირველი მიმართულება იყო არასაბანკო სექტორი. ჩემი მოსაზრებით, ძირითადი ინდიკატორებიდან გამომდინარე, არასაბანკო სექტორის ზრდა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. მეორე მიმართულება ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება იყო. ონლაინ სესხები ძალიან მაღალი საპროცენტო სარგებლით გაიცემოდა და მომხმარებლები სრულად ვერ აცნობიერებდნენ იმ რისკებს, რაზეც ხელს აწერდნენ. მესამე ელემენტი კი კაპიტალის ბაზრის განვითარება იყო, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, კაპიტალის ბაზრები „დაიჩრდილა". შესაბამისად, რეფორმა აუცილებელი იყო, თუმცა ამას დრო სჭირდება. მოგვიანებით სხვა საკითხებიც გამოიკვეთა," - განუცხადა კობა გვენეტაძემ Central Banking-ს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system