თავში

კომბოსტოსებრი ბოსტნეული საქართველომ მხოლოდ სამ ქვეყანაში დააექსპორტა

კომბოსტოსებრი ბოსტნეული საქართველომ მხოლოდ სამ ქვეყანაში დააექსპორტა
კომბოსტოსებრი ბოსტნეული საქართველომ მხოლოდ სამ ქვეყანაში დააექსპორტა

საქართველოდან წელს მხოლოდ 165.6 ტონა კომბოსტო და ბროკოლი დაექსპორტდა. ფულად გამოსახულებაში ექსპორტმა 165.6 ათას დოლარი შეადგინა. 0704 სასაქონლო ნიშნით წელს ქვეყანამ კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი და საკვებად ვარგისი ანალოგიური ბოსტნეული ექსპორტზე გაყიდა მხოლოს აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში.

ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აზერბაიჯანში გავიდა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 102.5 ტონა 14.4 ათასი დოლარის ღირებულების კომბოსტო და ბროკოლი. მაჩვენებლი გაზრდილია წლიურ ჭრილში. შარშან აზერბაიჯანში საქართველომ გაყიდა სულ რაღაც 4.0 ათასი დოლარის 11.6 ტონა კომბოსტო, ბროკოლი და კოლრაბი.

ამ პროდუქტის ექსპორტის სიდიდით  მეორე პოზიციაზეა სომხეთი. ამ ქვეყანაში საქართველოდან წელს დაექსპორტდა 52.5 ტონა და 28.6 ათასი დოლარის კომბოსტო, ბროკოლი და კოლრაბი. წლიურ ჭრილში ექსპორტი აქაც გაზრდილია. შარშან საქართველომ სომხეთში ექსპსპორტზე გაიტანა 8.6 ათასი დოლარის 4.3 ტონა კომბოსტო, ბროკოლი და კოლრაბი.

რუსეთში საქართველოდან მიმდინარე წელს დაექსპორტდა 13.6 ტონა 5.4 ათასი დოლარის ღირებულების კომბოსტო, ბროკოლი და კოლრაბი. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში შემცირებულია. 2019 წელს საქართველოდან ჩრდილო მეზობელთან გაიყიდა 16.2 ათასი დოლარის 39.5 ტონა კომბოსტოსნაირი ბოსტნეული.

შარშან კომბოსტოსებრთა ბოსტნეულის მცირე პარტია საქართველომ დააექსპორტა ყატარსა და სინგაპურშიც, თუმცა წელს ამ ქვეყნებში ექსპორტი აღარ განხორციელებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system