თავში

კომენდანტის გადაწევას სულ უფრო მეტი ბიზნესი ითხოვს

კომენდანტის გადაწევას სულ უფრო მეტი ბიზნესი ითხოვს
კომენდანტის გადაწევას სულ უფრო მეტი ბიზნესი ითხოვს

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" (BAG) კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ვიზიარებთ რა, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრი კომპანიების სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს, ვაცხადებთ, რომ დღეს ბიზნეს სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია, ეკონომიკის სრული გახსნა და დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა, კი აუცილებელია, "კომენდანტის საათის" გაუქმება ან მისი სულ მცირე 2 საათით გადაწევა. კომენდანტის საათის ამ შინაარსით არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას და, შესაბამისად, მძიმე ტვირთად აწვება და აუარესებს პანდემიის გამო კომპანიების ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ფინანსურ მდგომარეობას. "კომენდანტის საათის" თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება იმისთვის, რომ ბიზნეს სუბიექტებმა თანდათანობით დაიწყონ ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა და შეძლონ იმ ზარალის შემცირება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განიცადეს და დღესაც განიცდიან. აღნიშნული ასევე პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ბიზნეს სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან“, - აცხადებს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
სარესტორნო ბიზნესი დიდი ხანია კომენდანტის გადაწევა-მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს. მათი თქმით, ე.წ კომენდანტის საათი მინიმუმ 00:00 საათამდე არ გადაიწევა, ამ გახსნას რეალური ეფექტი ვერ ექნება და ეკონომიკა ვერ გაიზრდება, რადგან ეკონომიკასთან, ტურიზმთან პირდაპირ ბმაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი, რომლის1 ან 2 საათით გადაწევა ეკონომიკურად სარგებლიანია.

როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოძრაობის შეზღუდვის გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ქვეყანაში მობილობის კონტროლისთვის. დარჩენილი შეზღუდვები შემსუბუქდება მხოლოდ ანალიზის საფუძველზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, კომენდანტის საათი ყველაზე გვიან მოიხსნება. მისი პროგნოზით, აღნიშნული რეგულაცია აპრილში აღარ გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system