თავში

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გაუტოლდა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გაუტოლდა
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გაუტოლდა

თბილისის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი, ძირითადად, 2,960-2,965 ლარის ფარგლებშია, თუმცა, ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში 1 აშშ დოლარი 2,996 ლარიც ღირს.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა. ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2,91 ლარად შეუძლიათ.

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,91 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 2,99 ლარად, მის გაყიდვას კი 2,91 ლარად შეძლებენ;

„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.91 ლარად შეუძლიათ;

3 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“.

„ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები 1 დოლარის ყიდვას 2.98 ლარად შეძლებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9507 ლარი შეადგინა


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system