თავში

კომერციულ დავებში სისწრაფე და ხარისხი ისევ გამოწვევაა

კომერციულ დავებში სისწრაფე და ხარისხი ისევ გამოწვევაა
კომერციულ დავებში სისწრაფე და ხარისხი ისევ გამოწვევაა

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ დღეისათვის კომერციული დავების განხილვის სისწრაფე და ხარისხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

როგორც წესი, სასამართლოს გაჭიანურება ბიზნესს აფერხებს. ამ დროს ისინი სრულფასოვან ოპერირებას ვერ ახერხებენ, რადგან ზოგჯერ დაყადაღებულია ქონება, ბიზნესი, შეზღუდულია კომერციული ოპერაციები. ეს გარდა დისკომფორტისა, ფინანსურად წამგებიანია. ამ დროს, ყოველი დღე ზარალიანია ხოლმე.

დაუშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, კომპანიებს ჰქონეთ შესაძლებლობა, კომერციული საკითხები გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად. 

„ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს - არბიტრაჟს, მედიაციას,“- გაცხადებს მიხეილ დაუშვილი და დასძენს, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის პირობებში, საქართველოს უპირატესობა უნდა იყოს აუცილებლად სისწრაფე და ეფექტიანი ადმინისტრირება, ეფექტიანი ბიუროკრატია და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ახალი რეგულაციების შემოღებაში ბიზნესის ჩართვა აუცილებელია. 

შეგახსენებთ, საქართველოში საარბიტრაჟო სისტემა საქმიანობის 10 წელს ითვლის. ბიზნესსამართლის სპეციალისტების თქმით, ქართული არბიტრაჟი, დავის გადაწყვეტის კუთხით, სანდოა ბიზნესისთვის და გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, იგი ბიზნესისთვის დავების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. რაც შეხება სისტემურ ხარვეზს, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საარბიტრაჟო პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენიმე საკითხი დახვეწას საჭიროებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო პრაქტიკიდან განსხვავებით, საქართველოში არბიტრაჟზე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა.

გუშინ, არბიტრაჟის შესახებ კანონის მიღებიდან 10 წლის თავზე, საქართველოს არბიტრებმა და მართლმსაჯულების სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიღწეული შედეგები შეაჯამეს და არბიტრაჟის განვითარების სამომავლო გზებზე იმსჯელეს.

საქართველოში დავების ალტერნატიულ მოგვარების მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის - განვითარებას ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან ხელს უწყობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system