თავში

კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა

კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა
კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.04 მლრდ ლარით, ანუ 1.77%-ით გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი ნოემბრისათვის 59.61 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2021 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.04 მლრდ ლარით, ანუ 1.77 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.51 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 59.61 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system