თავში

კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა
კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.29 პროცენტია.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მაისისათვის 49.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system