თავში

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 376.7 მლნ ლარით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება
კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 376.7 მლნ ლარით შემცირდა

2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 376.7 მლნ ლარით შემცირდა და 33.30 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისი თვის მიმოხილვაში.

სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 27.3 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 15.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის კლებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების კლებამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამო. საკრედიტო პორტფელის 89.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.2 პროცენტს შეადგენდა.

სებ-ის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 246.9 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა და 15.06 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 62.6 მლნ აშშ დოლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.41 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 89.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტებით არის გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system