თავში

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა  შემცირდა

ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 383.61 მლნ ლარით(1.12%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,0.79%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 33.80 მლრდ ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა195.12მლნ ლარით(1.36%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 578.73 მლნ ლარით(2.91%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტი სგარეშე, გაიზარდა 0.38%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.46 მლრდ ლარის(წინა თვესთან შედარებით 0.28%-ით მეტი),ხოლო უცხოური ვალუტით 11.82 მლრდ ლარის(წინა თვესთან შედარებით 2.91%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,0.37%-ით მეტი). 

2020 წლის ივნისის განმავლობაში 0.06%-ით,ანუ 9.39 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის16.71 მლრდ ლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.91პროცენტი შეადგინა.

2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა1.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system