თავში

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 427.12 მლნ ლარით შემცირდა

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 427.12 მლნ ლარით შემცირდა
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 427.12 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

ამჟამად საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 პროცენტია.

2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

10 თვეში ბანკებმა 86 მლნ ლარით იზარალეს. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მიერ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის გადატანაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

ეროვნულ ბანკის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ოქტომბერში მათი წმინდა მოგება 166 მილიონი ლარია.

ოქტომბერში მათი საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და შემოსავლებმა 442 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 10.%-ითაა გაზრდილი.

თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგებით დაასრულოს.

2020 წლის 10 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.16%-ით მეტია.

ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.66 მილიარდი ლარია რაც წლიურად 3%-იან ზრდაზე მეტყველებს, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1.16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 21%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

არასაპროცენტო შემოსავლები კი, 734 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში უცვლელია. შეგახსენებთ, ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 10 თვეში 263 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 45%-ით არის შემცირებული და 39.9 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 214 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 918 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 33%-ით არის გაზრდილი და 632 მილიონ ლარს აღწევს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის ცხრა თვეში 86 მილიონი ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system