თავში

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შემცირდა

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შემცირდა
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შემცირდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მაისისათვის 49.12 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.29 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system