თავში

კომერციული უძრავი ქონების მოცულობა მცირდება

კომერციული უძრავი ქონების მოცულობა მცირდება
კომერციული უძრავი ქონების მოცულობა მცირდება

კომერციული უძრავი ქონება 2020 წელს კლება დოლარში დაახლოებით 20-25%, ხოლო 2021 წელს დაახლოებით 10%-ით შემცირდება.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპილატის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.

საქმე ისაა, რომ ეპიდ-სიტუაციის გართულებასთან ერთად, სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში სავაჭრო ცენტრებში მობილობის კლება ფიქსირდება, ხოლო ოფისში მობილობის კლება ამ დროისათვის წლიურად დაახ. 20-25%- ის ფარგლებში შეჩერდა.

ცნობისთვის, სავაჭრო მოლები ფიქსირებულიდან შემოსავლებზე მეტად მიბმულ იჯარის მოდელზე გადავიდნენ. საოფისე და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ძირითადად ისევ ფიქსირებული გადასახადი რჩება.

დოკუმენტის მიხედვით, სექტორის ბრუნვის კლება ძირითადად საიჯარო გადასახადის შემცირების ხარჯზე მიმდინარეობს. სავაჭრო მოლებში საშუალო დატვირთულობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (კლება იან-თებ პერიოდთან შედარებით. 5-10%) .

"საშუალო ვადიან პერიოდში, დისტანციური მუშაობა საოფისე ფართებზე მოთხოვნას შეამცირებს. 2019წ. დასასრულთან შედარებით, 2022 წლამდე მიწოდების დაახ. 30%-ით გაზრდა იყო დაგეგმილი; ამ გეგმის ნაწილობრივი შესრულება საოფისე ფართებზე იჯარის ფასს შეამცირებს;  შედარებით გრძელვადიან პერიოდში დაქირავებით დასაქმების ზრდა და ურბანიზაცია საოფისე ფართებისთვის დადებითი ფაქტორია," - ვკითხულობთ კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system