თავში

კომერციულმა ბანკებმა იანვარში ნაკლები სესხები გასცეს

კომერციულმა ბანკებმა იანვარში ნაკლები სესხები გასცეს
კომერციულმა ბანკებმა იანვარში ნაკლები სესხები გასცეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა(ბანკთაშორისი სესხების გარდა),2020 წლის იანვარში,წინა თვესთან შედარებით, 3.01 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.16%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა10.45 მლნ ლარით(0.07%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა13.46 მლნ ლარით (0.08%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა0.34%-ით).


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის(წინა თვესთან შედარებით 0.83%-ით ნაკლები),ხოლო უცხოური ვალუტით10.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.22%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,0.03%-ით ნაკლები). 

2020 წლის იანვრის განმავლობაში 0.33%-ით, ანუ 51.97 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის15.89 მლრდ ლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.66 პროცენტი შეადგინა.2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.04 პროცენტული პუნქტით(გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით,გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system