თავში

კომერციულმა ბანკებმა 13.3 მილიარდი ლარის ბიზნესსესხი გასცეს

კომერციულმა ბანკებმა 13.3 მილიარდი ლარის ბიზნესსესხი გასცეს
კომერციულმა ბანკებმა 13.3 მილიარდი ლარის ბიზნესსესხი გასცეს

2020 წლის 11 თვეში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა სულ 13.3 მილიარდი ლარის ახალი ბიზნეს სესხები გასცეს, რაც  3 მილიარდი ლარით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში.

სებ-ის ცნობით, 2020 წლის 11 თვეში უცხოური ვალუტით გაცემული ახალი სესხების მოცულობა 8.4 მილიარდი ლარი იყო, რაც 1.7 მილიარდით ნაკლებია წინა წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით, ლარში გაცემული ახალი სესხების მოცულობა 2020 წლის 11 თვეში 1.3 მილიარდი ლარით, 6.6 მილიარდ ლარამდეა შემცირებული.

ყველაზე მეტი სესხი ბანკებმა ვაჭრობის სექტორზე გასცეს. სავაჭრო სექტორის დაკრედიტებამ (ლარსა და უცხოურ ვალუტაში) 3.85 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ სექტორის დაკრედიტება წლიურ ჭრილში 358 მილიონით არის შემცირებული.

ერთადერთი დარგია სოფლის მეურნეობა და თევჭერა, სადაც 2020 წლის 11 თვეში ბანკების მიერ დაკრედიტება გაზრდილია. 

ყველაზე მცირე სესხი განათლების სექტორმა მიიღო.

2020 წლის 11 თვეში  ბანკებმა ეკონომიკის შემდეგი დარგები დააკრედიტეს: 

● ვაჭრობა - 3.85 მილიარდი ლარი.
● მრეწველობა - 3.76 მილიარდი ლარი.
● მშენებლობა - 1.84 მილიარდი ლარი.
● ფინანსური შუამავლობა - 987 მილიონი ლარი.
● ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 765 მილიონი ლარი.
● სასტუმროები და რესტორნები - 689 მილიონი ლარი.
● სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 359.48 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44 მლნ;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 323 მილიონი ლარი.
● ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 250 მილიონი ლარი.
● განათლება - 61 მილიონი ლარი.
● საქმიანობის სხვა სახეები - 457 მილიონი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system