თავში

კომპანია "ლაკოაჟი" აფხაზეთის თემატიკით დაბეჭდილ მაისურებს დაამზადებს

კომპანია "ლაკოაჟი" აფხაზეთის თემატიკით დაბეჭდილ მაისურებს დაამზადებს
კომპანია ლაკოაჟი აფხაზეთის თემატიკით დაბეჭდილ მაისურებს დაამზადებს

აფხაზეთიდან დევნილი 22 წლის ნიკა მიქავა აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ მაისურებს გამოუშვებს. წარმოების ამ ხაზის ამოქმედება მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ სხვადასხვა ქალაქისა თუ ქვეყნის ფორტოებით მაისურები პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.

დამწყებმა ბიზნესმენმა სტარტაპს სახელწოდება საგანგებოდ შეურჩია. ლაკოაჟი აფხაზური ღვინის ჯიშია. ამჟამად “ლაკოაჟი” სამოსს ონლაინ მაღაზიის ყიდის, თუმცა სტარტაპი ჯერ ადგიკლობრივი ბაზრის ათვისება სდა შემდეგ მის დაექსპორტებას გეგმავს.

ნიკა მიქავა "მარკეტერს" უყვება, რომ აფხაზეთის ხედების მაისურზე დატანა მისი კუთხის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

"აფხაზეთიდან დევნილია „მტკვრის სანაპიროზე ველოსიპედით ვსეირნობდი, კალიფორნიის ბრენდირებული მაისური მეცვა და უცებ ძალიან მომინდა, რომ ჩემი ქალაქის, სოხუმის მაისურიც არსებულიყო და ოკეანის გადაღმა ჩემს ტოლ ადამიანს ისეთივე ‘’cool’’ შეგრძნებით ეტარებინა ის, როგორც მე იმ დროს კალიფორნიის მაისური. ჩემი მიზანია, ყველამ გაიგოს რომ სოხუმის საქართველოს ნაწილია და მასაც არანაკლები სანაპირო და ზღვა აქვს, ვიდრე კალიფორნიას ან ნებისმიერ ჩვენთვის ასე სასურველ ქალაქს. მსურს, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ეს ტკივილი არ შეხებიათ და მხოლოდ ცოდნის დონეზე გრძნობენ დანაკარგს, სიამაყით ატარონ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი მაისურები," - ამბობს მიქავა.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ მისი ბიზნესის უპირატესობა ორიგინალური თემატიკაა. იგი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ქალაქებით დაბრენდილი მაისურები აუცილებლად გახდება მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული და მოთხოვნადი. გარდა ამისა, ბიზნესმენი გეგმავს, რომ პროდუქციის დამზადების ყველა ეტაპი იყოს უნიკალური., დაწყებული მაისურის თარგიდან, დამთავრებული დიზაინითა და პრინტის ხარისხით. მიქავა ბაზარზე შესვლას კონკურენტული ფასთ აპირებს.

"კვირის განმავლობაში, რამდენიმე დიზაინს ვქმნით, რის შემდეგაც, ირჩევა საუკეთესოები. თითოეული დიზაინისთვის სპეციალურად იკერება მაისურების განსხვავებული მოდელები. შემდეგ უკვე იპრინტება მაღალი ხარისხით, ისე, რომ ფერები იყოს ნათელი და გასნხვავებული. მთელ ძალისხმევას ვდებთ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი შევქმნათ, როგორც ქართული, ისე უცხოური ბაზრისთვის," - განმარტავს მოქავა.

იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთი აერთიანებს ყველა თაობის, ყველანაირი ხედვისა თუ ღირებულებების ადამიანს, "ლაკოაჟის" ბრენდის სამოსიც იქნება ყველა გემოვნების ადამიანზე გათვლილი. ამ გადასახედიდან სტარტაპერი “ლაკოაჟს” მოიაზრებს, როგორც Fast fashion ბრენდს, რომელიც ყოველ სეზონს ახალ-ახალი კოლექციებით ხვდება და პოზიციონირებს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებსა თუ ონლაინ მაღაზიებში.

წყარო: Marketer

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system