თავში

კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი - ნათია თურნავა

კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის
კომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი - ნათია თურნავა

"ომპანიას გადავცემთ მხოლოდ იმ მიწას, რაც პროექტთან არის თავსებადი და დასაბუთებულად საჭირო",- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვან ჰესის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით კომპანია ვალდებულია გახსნას დოკუმენტები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აჩვენოს პროექტი. 

"ჩვენ მიწა უპირობოდ კი არ გადავეცით კომპანიას, არამედ გადავეცით მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ნაგებობების განლაგებისთვის. თუ აღმოჩნდა, დავუშვათ, იგივე პროექტის დაზუსტების ფარგლებში ჩვენს მიერ დაგეგმილი კვლევების შემდეგ, რომ სადღაც ჭარბი მიწა, სრული უფლება გვაქვს, უკან წამოვიღოთ. მიწასთან დაკავშირებული საკითხები არის ჩვეულებრივი პირობა, რომლითაც ჩვენ როგორც დიდ, ასევე პატარა პროექტებში ვიზიდავთ ინვესტორებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ "პირველ არხთან" ინტერვიუში. 

ნამოხვანის ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები უკვე მეოთხე თვეა აპროტესტებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system