თავში

კომპანიების 53% დასაქმებულებს შეინარჩუნებს

კომპანიების 53% დასაქმებულებს შეინარჩუნებს
კომპანიების 53% დასაქმებულებს შეინარჩუნებს

"მომდევნო 6 თვის განმავლობაში კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს; 31%-ს უჭირს პასუხის გაცემა; 9% დასაქმებულთა რაოდენობას შეამცირებს; 7%-ი აზრით, მოსალოდნელია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა“, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც 1 553 ბიზნეს სუბიექტი გამოიკითხა.

გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ კომპანიების 76 % პანდემიის შედეგად ბრუნვა შეუმცირდა, 39% დაგეგმილ ინვესტიციებს ვერ ახორციელებს, კომპანიების 43%-მა უკვე შეუმცირა დასაქმებულებს ხელფასი და სხვა. მეწარმეთა 91% -მა დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპი დაასრულა. კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის-ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system