თავში

კომპანიების რაოდენობასთან ერთად ბიზნესი შემოსავლებსაც კარგავს

კომპანიების რაოდენობასთან ერთად ბიზნესი შემოსავლებსაც კარგავს
კომპანიების რაოდენობასთან ერთად ბიზნესი შემოსავლებსაც კარგავს

დასაქმებისა და შემოსავლების შემცირებამ მცირე და საშუალო ბიზნესს რთული მდგომარეობა შეუქმნა. კომპანიების დიდი ნაწილი კოტრდება ან გაკოტრების ზღვარზეა. როგორც მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე report.ge-თან აცხადებს, ეპიდემიური პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ კერძო სექტორს შეეხო და მათ განვითარებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

,,ეპიდემიის გამო რთული სიტუაციაა, კერძო ბიზნესს ძალების აღდგენა ძალიან უჭირს. სექტორი საგრძნობ   დანაკარგს განიცდის და ჯერაც არ ვიცით, როდიდან შეძლებენ ძალების აღდგენას.  შესაბამისად, იკლო დასაქმების დონემაც, დაახლოებით 18%-ით, საიდანაც ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დაზარალდა. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოიკვეთა, ქეშის დეფიციტი, რაზეც მუდმივად ვსაუბრობ. ბიზნესს სჭირდება ფული, რომ სწრაფად მოახდინოს პრობლემასთან გამკლავება.  ბანკების მხარდაჭერა 3-თვიანი პერიოდით შემოიფარგლა, რის შემდეგ მათ უარი განაცხადეს შეღავათებზე.  შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, მაგრამ ეს ვერ შველის მდგომარეობას, 100 ათასი აქტიური საწარმოდან 30 000 დაიკეტა. წინა ხაზზე მომუშავე ბიზნესი პრაქტიკულად ყველა განადგურდა“, - ამბობს მიხეილ ჭელიძე.

სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდეს. სსვა შემთხვევაში, როგორც ფინანსისტი დავით წიქარაძე აღნიშნავს, კერძო სექტორი სრულ კატასტროფამდე მივა.

,,ბიუროკრატიული ხარჯი იმდენად უზარმაზარია, რომ ისევ ეკონომიკას უქმნის პრობლემას. მთავრობა ამ პრობლემას ვერ აღიქვამს ადეკვატურად. იმის ნაცვლად, რომ ხარჯს ამცირებდნენ, ხელფასებს უფრო იზრდიან, ვერ მოთოკეს მადა!  ჯერჯერობით კერძო სექტორს რაღაც რესურსი შემორჩა, მაგრამ არავინ იცის, რამდენ ხანს ეყოფა ძალა, რომ ამ გაუსაძლისობას გაუძლოს. ამდენი გაჭირვება საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. მთელი ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება. მცირდება სამუშაო ადგილები და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, სანამ ბიუროკრატიას არ მიხედავენ, მინიმუმ, 3-ჯერ უნდა შემცირდეს საჯარო სექტორის ხარჯი, მაგრამ ამას არავინ აპირებს, სურვილიც კი არ ჩანს“, - ამბობს წიქარაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის დღეს განახლებული მაჩვენებლებიდან ირკვევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system