თავში

კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ

კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდი
კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინი აქვთ

საქართელოს ბიზნეს ასოციაციის დასაქმების ბარომეტრმა 27.4 ქულა შეადგინა. კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ.

აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული როგორც 2020 წლის II კვარტალთან შედარებით (30.2 პუნქ­ტით), ასევე, წინა - 2021 წლის I კვარტალთან შედარებით (12.7 პუნქტით).

2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში გაუმჯობესდა, მშენებლობის სექტორის გარდა. მშენებლობის სექტორში, წინა კვარტალთან შედარებით, გამოკითხულ კომპანიათა მოლოდინი დასაქმებასთან მიმართულებით გაუარესდა და გამოკითხულთა მხოლოდ 12.5% მოელის მომავალ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ, საერთო ჯამში, დასაქმების ცვლილების დადებითი მოლიდინი ფიქსირდება ოთხივე სექტორში (ვაჭრობა, მრეწველობა, მშენებლობა, მომსახურება). 2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის გაუმჯობესება უკავშირდება ამ სექტორებში არსებულ ოპტიმისტურ მოლოდინს გაყიდვების და გაყიდვების ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system