თავში

კომპანიებს მთავრობა ხელფასებს 750 ლარით დაუსუბსიდირებს

კომპანიებს მთავრობა ხელფასებს 750 ლარით დაუსუბსიდირებს
კომპანიებს მთავრობა ხელფასებს 750 ლარით დაუსუბსიდირებს

"ყველა კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს, სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში, რაც იგივე სახის სუბსიდირებას მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

"გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით, მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელიც არის 1500 ლარამდე. ფაქტობრივად, ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, მოქალაქემ კი - ბიუჯეტი და ხელფასი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი 250 მილიონი ლარია“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმუშევრად დარჩენილები 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარს დახმარების სახით მიიღებენ.

ანტიკრიზიდული გეგმა, რომელიც პრემიერმა დღეს წარადგინა, სამი ძირითადი პრინციპით ფორმირდა. ესაა: ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური პრობლემების დძლევა და ეკონომიკის ამუშავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system