თავში

კომპანიებში თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენცია შემცირდა

კომპანიებში თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენცია შემცირდა
კომპანიებში  თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენცია შემცირდა

"PwC საქართველომ" კორონავირუსით გამოწვეული ბიზნესის ზარალის კვლევა განაახლა. შედეგები საქართველოს კერძო სექტორის მოლოდინებს ასახავს. საქართველოში მომუშავე 774-მა ბიზნესის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აპრილის კვლევასთან შედარებით, შემცირდა თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენცია. მიმდინარე გამოკითხვის დროს, უფრო მეტმა რესპონდენტმა დააფიქსირა, რომ ისინი ან არ გეგმავენ თანამშრომლების შემცირებას ან გეგმავენ ნაკლები რაოდენობის შემცირებებს. გამოკითხული კომპანიების 75%-მა, რომლებმაც საკარანტინო პერიოდში ჰქონდათ შეჩერებული საქმიანობა, კარანტინის დასრულების შემდეგ შეძლეს საქმიანობის განახლება. დახურული საზღვრები კვლავ მთავარ შეზღუდვად რჩება კომპანიების იმ 51%-ისთვის, რომელმაც საქმიანობის განახლება ვერ შეძლო. 

შეგახსენებთ, პანდემიის გამო ბიზნესის ნახევარზე მეტს შემოსავლები მინიმუმ გაუნახევრდა. გამოკითხული ბიზნესების 75%-მა შემცირებული შემოსავლების ფონზე, საგადასახადო თუ საბანკო ვალდებულებები ნაწილობრივ თუ სრულად გადაავადა. 

2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა და 11,9% შეადგინა.  სპეციალისტები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი შეიძლება 4-ჯერ მეტიც იყოს, რადგან ეპიდემიურ პერიოდში ათეულ ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და მათგან დიდი ნაწილი ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ მოხვდა, რადგან საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებლებში გაანგარიშებულია ძირითადად მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system