თავში

კომპენსაციების მიმღებთა სია გაიზარდა - პრემიერის დავალება ფინანსთა მინისტრს

კომპენსაციების მიმღებთა სია გაიზარდა
კომპენსაციების მიმღებთა სია გაიზარდა - პრემიერის დავალება ფინანსთა მინისტრს

ფინანსთა სამინისტროს დღეს გიორგი გახარიამ დავალება მისცა, რომ 1200 - ლარიანი დახმარები გაიცეს იმ დასაქმებულებზეც, რომელთაც შემოსავალი არა მხოლოდ 2020 წლის პირველ კვარტალში, არამედ გასული წლის ბოლო 6 თვეში უფიქსირდებოდათ.

პრემიერის თქმით, თუ სეზონური დასაქმების გამო ზოგიერთი ადამიანი ამ დახმარების მიღებას ვერ ახერხებდა, ამ ადამიანების ინტერესიც გათვალისწინებული იქნება.

„დებულებაში გაწერილი იყო, რომ 1200 ლარიან დახმარებას მაშინ მიიღებდა დასაქმებული თუ პირველი კვარტალში ერთი თვე მაინც უფიქსირდებოდა ოფიციალური ხელფასი და ამ ადამიანებს, სეზონი არ იყო და შესაბამისად ხელფასი არ უფიქსირდებოდათ, აგერაა ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას, წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმე სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტერესს გავითვალისწინებთ, ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ,“-აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, 6 თვის განმავლობაში 200 - ლარიან დახმარებას მიიღებენ ის დასაქმებულები, ვინც 2020 წლის პირველ სამ თვეში შემოსავალს იღებდნენ და ასევე აპრილიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system