თავში

კომპენსაციის მიმღებთა საბანკო ანგარიშები არ დაყადაღებულა

კომპენსაციის მიმღებთა საბანკო ანგარიშები არ დაყადაღებულა
კომპენსაციის მიმღებთა საბანკო ანგარიშები არ დაყადაღებულა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება „თიბისი ბანკის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი, თითქოს კომპენსაციის მიმღები პირების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება „თიბისი ბანკის“ მიერ მომხმარებელთა პირად მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი, სადაც აღნიშნული ბანკი მათ ატყობინებს, თითქოს, შემოსავლების სამსახურის მიერ, კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება განხორციელდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გლობალური პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე უწყების მიერ, არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ მომხდარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მოგვიანებით, „თიბისი ბანკმა“ განაცხადა, რომ ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მომხმარებლებს შეტყობინებები არასწორად გაეგზავნათ.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს „თიბისი ბანკისგან“ არასწორად გაეგზავნა SMS შეტყობინება, ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. საბანკო ანგარიშებზე ამჟამად არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება და „თიბისიმ“ თითოეულ მომხმარებელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალურად უკვე მიაწოდა ინფორმაცია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“, – აცხადებენ ბანკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system