თავში

კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. 

როგორც პრემიერიმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,“-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს და სწორედ ამას ემსახურება ვადის გადავადება. ამასთან, ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას და დღეს დაუვუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას,“-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისტვის, სარეგისტრაციო პორტალის ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალშია ასევე: ძიძა/მომვლელი; რეპეტიტორი/პედაგოგი; დამხმარე პერსონალი: რესტორნის დამხმარე, სასტუმროს დამხმარე, მცხობელი; სილამაზის სალონი პერსონალი, ტუროპერატორი/გიდი; მუშა; ხელოსანი; მშენებლობის სპეციალისტი და სხვა.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვეის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარა.

300-ლარიანი დახმარება შესთავაზა ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებს.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან უბრუნებს.

კომპანიები, რომელმაცც შეინარჩუნესენ სამუშაო ადგილები, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრული სუბსიდირება მიიღო საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლებამ ჯამში 3 მილიარდ ნახევარი დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system